saqarTvelos qedebi - germuxi
გერმუხი - ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ხარულის ქედის დასავლეთი ტოტი. დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და გუდისდონის აუზების წყალგამყოფი. იწყება მთა ქნოღოსთან, მიმართულია სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ებჯინება დიდი ლიახვის ხეობას მდინარეების თლიდონისა და გუდისდონის შესართავებს შორის. ქედის უმაღლესი მწვერვალია მანგაავცაგი (3339 მ). აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით. ძველი გამყინვარების კვალი განსაკუთრებით ჩრდილოეთ კალთისათვისაა დამახასიათებელი. თხემზე ალპური მდელოებია, კალთებზე - ტყეეები (დასავლეთ ნაწილში გვხვდება წიწვიანებიც).